დონალდ ტრამპი – პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია, ის პანამას გადავეცით და უკან ვიბრუნებთ

პანამის არხს უკან ვიბრუნებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება.

ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, პანამის დაპირება აშშ-ის მიმართ დაირღვა.

„მინდა, ვიყო მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინ, ჩემი თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, მძევლები ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან სახლში, თავიანთ ოჯახებთან. ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს. მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ. ჩვენ დავაბრუნებთ დიდი პრეზიდენტის უილიამ მაკკინლის სახელს მაუნტ მაკკინლიზე, სადაც ის უნდა იყოს. პრეზიდენტმა მაკკინლიმ ჩვენი ქვეყანა გაამდიდრა ტარიფებითა და ნიჭით. ის იყო ბუნებრივი ბიზნესმენი და მისცა თედი რუზველტს ფული მრავალი დიდი საქმისთვის, მათ შორის პანამის არხისთვის, რომელიც უგუნურად გადაეცა პანამას მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დახარჯა უფრო მეტი ფული, ვიდრე ოდესმე დახარჯულა რომელიმე პროექტზე და დაკარგა 38,000 სიცოცხლე პანამის არხის მშენებლობისას.

ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ უგუნური საჩუქრის გამო, რომელიც არასდროს უნდა გაკეთებულიყო. პანამის დაპირება ჩვენ მიმართ დაირღვა. ჩვენი შეთანხმების მიზანი და ხელშეკრულების სული სრულიად დარღვეულია. ამერიკულ გემებს ზედმეტად ბევრს ახდევინებენ და არ ექცევიან სამართლიანად არანაირი ფორმით, მათ შორის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტსაც. რაც მთავარია, ჩინეთი მართავს პანამის არხს, და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია. ჩვენ ის პანამას მივეცით. ჩვენ მას უკან ვიბრუნებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას, დღეს არის ცვლილებებისა და ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – რაზეც გვეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, მათ შორის მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს