დონალდ ტრამპი – ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენის გამოსვლა ძალიან ცუდი იყო

ჯო ბაიდენის გამოსვლა ძალიან ცუდი იყო, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლას.

„ჯო ბაიდენის ოვალური კაბინეტიდან გამოსვლა ძლივს გასაგები და ძალიან ცუდი იყო!“ – წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ოვალური კაბინეტიდან ერს პირველად მიმართა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად საკუთარი ქვეყანა უყვარს, ამიტომ ესტაფეტას ახალ თაობას გადასცემს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა, პატივს ვცემ ამ თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს
შემდეგი სტატიაროცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ყალბი ინფორმაციაა – კიმი