21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

დონალდ ტრამპი: ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა

„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება უარყო.

„მიყვარს ინფლაცია“, – განაცხადა ტრამპმა სტატისტიკის ბიუროს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

როგორც „სიენენი“ წერს, მაისში წლიური ინფლაცია 4.2%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა.

„ჩვენ მილიონობით ბარელ ნავთობს ვიღებთ. ერთ ღამეში 22 გემი გავანადგურეთ, რადგან მათი რადარი აღარ მუშაობს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა.

banner
წინა სტატიაშიThe Moscow Times: რუსეთის მინიმუმ 25 რეგიონში ბენზინის დეფიციტი და საწვავის მიწოდების შეფერხებებია
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო რეჟიმი არსებობს, სხვათა შორის