დონალდ ტრამპი: ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიტაცეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიტაცეს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ნიკოლას მადუროსთან ერთად დაკავებულია მისი მეუღლეც.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია. ეს ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს, ამერიკის დროით დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში (Mar-a-Lago) გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ყურადღებისთვის”, – აცხადებს ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიკარაკასის საერთაშორისო აეროპორტი ამერიკელი სამხედროების კონტროლიქვეშაა
შემდეგი სტატია“ვენესუელას ხალხი გახდა აშშ-ის მთავრობის მხრიდან ყველაზე დანაშაულებრივი სამხედრო აგრესიის ობიექტი” – ვენესუელას თავდაცვის მინისტრი