გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი თანამდებობას ტოვებს  

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვდრისას დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნიკი ჰეილი წლის დასასრულს თანამდებობას დატოვებს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ჰეილის ადმინისტრაციაში სხვა პოზიციაზე შეუძლია დაბრუნება. “აირჩიე რა გინდა” – უთხრა პრეზიდენტმა ჰეილის ოვალურ კაბინეტში მიღებაზე. პასუხად ჰეილიმ გაიღიმა. “მან ექვსი თვის წინ მითხრა, რომ შესაძლოა წლის დასასრულს დასვენება მოუნდეს” – ტრამპმა თქვა. მან ჰეილის გაეროში მუშაობას “უზადო” უწოდა. ნიკი ჰეილიმ, თავის მხრივ, პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის ეს სამსახური “მთელი მისი ცხოვრების ნაწილი იყო”, ასევე, მან დაამატა, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს.

აშშ-ს პრეზიდენტი გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელის კანიდატურას უახლოეს დღეებში დაასახელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: “თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენს წარმატებებს არანირი მნიშვნელობა არ ექნება”
შემდეგი სტატიარეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია