5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

დონალდ ტრამპი მოჯთაბა ხამენეიზე – მისით უკმაყოფილო ვარ

დონალდ ტრამპის განცხადებით, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნით უკმაყოფილოა.

New York Post-ის კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის თქმა ჯერჯერობით არ შეუძლია.

„ვერ გეტყვით. მისით უკმაყოფილო ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, ირანში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახმელეთო ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან „ახლოს არ არის“.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა – პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ნათელია