21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს – ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის შესაბამის დოკუმენტს ქართულ მხარეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი უზიარებს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობად განისაზღვროს
შემდეგი სტატიაირანის საგარეო უწყება: აშშ-მა ღამით ჰორმოზგანის რეგიონში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს განხორციელებული დარტყმებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია