დონალდ ტრამპი: “მადურო თავდასხმის დროს უსაფრთხოების სივრცეში, ფოლადის კარს მიღმა ცდილობდა დამალულიყო”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელაში მადუროს აყვანის სპეც-ოპერაცია ოთხი დღის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა შესაბამისი ამინდის გამო დღეს განხორციელდა.

მისი თქმით, ნიკოლას მადურო (საკუთარ სახლში) ციხესიმაგრეში იმყოფებოდა და აშშ-ის ძალების თავდასხმის დროს უსაფრთხოების სივრცეში, ფოლადის კარს მიღმა ცდილობდა დამალულიყო, თუმცა, მისი აყვანა მანამდე მოხდა.

“მადუროს სახლს ფოლადის კარები ჰქონდა და უსაფრთხოების სივრცე, რომელიც გარშემო მთლიანად მყარი ფოლადით იყო დაცული. ის იქ შესვლას ცდილობდა, მაგრამ ისეთი სისწრაფით დაესხნენ თავს, რომ ვერ მოასწრო.
ჩვენ მომზადებული გვქონდა მძლავრი ავტოგენები (აირსანთურები) ფოლადის გასაჭრელად, მაგრამ ისინი არ დაგვჭირვებია”, – განმარტავს ტრამპი.

Fox News-ის კითხვაზე, თუ რა ელის ვენესუელელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტი პასუხობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ პროცესშია და ამერიკა აქტიურად ჩაერთვება ვენესუელას ახალი მმართველობის დაკომპლექტების გადაწყვეტილების მიღებაში.

“ამ გადაწყვეტილებას ახლა ვიღებთ. ჩვენ არ შეგვიძლია რისკზე წასვლა და იმის დაშვება, რომ ვინმე სხვა მოვიდეს და უბრალოდ იქიდან გააგრძელოს, სადაც მადურო გაჩერდა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები და გვინდა ხალხს თავისუფლება მოვუტანოთ. ვფიქრობ, ვენესუელელი ხალხი ძალიან, ძალიან ბედნიერია. მათ, არსებითად, დიქტატურა — ან უფრო უარესი — მართავდა”, – აცხადებს ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი მადუროს მხარდამჭერებზე: “თუ, ისინი მის ერთგულებად დარჩებიან, მათი მომავალი მართლაც ცუდი იქნება”
შემდეგი სტატია“ვზეიმობთ, რადგან დიქტატურა დასრულდა” – ვენესუელა ნიკოლას მადუროს დაკავებას ზეიმობს