დონალდ ტრამპი მადლობას უხდის თურქ კოლეგას

თურქეთთან სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპი მადლობას უხდის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა​, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: 2020-ის არჩევნების ვარაუდები და “ქართული ოცნების” ძალაუფლებაში დარჩენის რამდენიმე სტრატეგია