დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში გვარდიის შეყვანას ითხოვს – სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია

ლოს-ანჯელესში გამწვავდა პროტესტები საიმიგრაციო სამსახურის მკაცრი მოქმედებების გამო- აქტივისტები აფრიალებენ მექსიკის დროშებს, ქვებს ესვრიან პოლიციას, ადევე ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე Waymo-ს უპილოტო ტაქსებსაც.

დონალდ ტრამპი სასწრაფოდ ითხოვს, რომ ლოს-ანჯელესში არმია შეიყვანონ, რათა სიტუაცია დაამშვიდონ

“ოდესღაც დიადი ამერიკული ქალაქი — ლოს-ანჯელესი — ახლა ოკუპირებულია არალეგალი მიგრანტებისა და კრიმინალების მიერ. ამჟამად ძალადობრივი, ამბოხებული ბრბო თავს ესხმის ჩვენს ფედერალურ აგენტებს, რათა შეაჩერონ დეპორტაციის ოპერაციები — მაგრამ ეს უკანონო აჯანყებები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას”.

▪️ “მე დავავალე შინაგან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მინისტრ კრისტი ნოემს, თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს და გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, გამოიყენონ ყველა საჭირო ზომა ლოს-ანჯელესის მიგრანტები შემოჭრისგან გასათავისუფლებლად და ამ მიგრანტების აჯანყებების დასასრულებლად”.

▪️ “წესი და კანონი აღდგება, არალეგალები იქნებიან გაძევებულნი და ლოს-ანჯელესი კვლავ გათავისუფლდება, გმადლობთ ყურადღებისთვის”,- აცხადებს ტრამპი.

▪️ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პროტესტის მონაწილეები „მეამბოხეებად“ მოიხსენია და მოითხოვა ნიღბების ტარების აკრძალვა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ წესრიგის დასაცავად და პოლიციის დასახმარებლად მზად არის გამოიყვანოს 500 საზღვაო ქვეითი და ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცი.

ვიდეო ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობების შესახებ ნახეთ “თაიმერის” ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე

banner
წინა სტატიაშიპარიზში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურაბ დავითაშვილის სახლი გაქურდეს – Geo Team
შემდეგი სტატიასავასლეიკას ბაზაზე რუსულ MIG-31K და SU-34/30-ს დავარტყით – გენშტაბი