7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

დონალდ ტრამპი – ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა, დროს ფუჭად კარგავენ

ირანის ახალი ლიდერის არჩევის პროცესში პირდაპირ უნდა ვიყო ჩართული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი განიხილება.

„ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს“.

მისი თქმით, ირანის ისეთ ახალ ლიდერს არ მიიღებს, ვინც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც „ხუთ წელიწადში“ აშშ-ს იძულებულს გახდის, რომ ომს დაუბრუნდეს.

„დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა. დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშილევან მეხუზლა: მეღვინეობაში არსებულ გამოწვევებს სახელმწიფო სოციალური პასუხისმგებლობით უნდა გაუმკლავდეს
შემდეგი სტატიაCNN: კატარმა ჩამოაგდო ირანული ბომბდამშენები, რომლებიც აშშ-ის მთავარი სამხედრო ბაზისკენ მიემართებოდნენ