ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ისრაელმა არ დაარწმუნა ის ირანთან ომის დაწყებაში.
“ისრაელს არ დავუყოლიებივარ ირანთან ომის დაწყებაზე, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა”,- წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგები იყო გადამწყვეტი ფაქტორი.
„ირანში შედეგები საოცარი იქნება – და თუ ირანის ახალი ლიდერები… ჭკვიანები იქნებიან, ირანს შეუძლია ჰქონდეს დიდი და აყვავებული მომავალი!“ – ამბობს ის.
















