8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

დონალდ ტრამპი – ირანთან მიმდინარე ომში ქურთების ჩართვა არ გვსურს

შეერთებულ შტატებს არ სურს ირანთან მიმდინარე ომში ქურთების შეიარაღებული ძალების ჩართვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ქურთების ჩართვას. როგორც იცით, ქურთებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ომი იმაზე უფრო მეტად გავართულოთ, ვიდრე უკვე არის“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მათი ჩართვის იდეა პირადად უარყო.

„დიახ, მე ეს გამოვრიცხე. არ მინდა, ქურთები შევიდნენ. არ მინდა, ვნახო, რომ ქურთები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი მზად არიან, ჩაერთონ, მაგრამ ვუთხარი, არ მინდა, რომ ომში ჩაერთონ. ქურთების ჩართვის გარეშეც ომიც საკმარისად რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე „სიენენი“ წერდა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ქურთების შეიარაღებაზე მუშაობდა, რათა ირანში სახალხო ამბოხის პროვოცირება მოეხდინა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
შემდეგი სტატიასუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა მიმდინარეობს