10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

დონალდ ტრამპი – ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები

ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი “მალე” დასრულდება, ვინაიდან, “თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები”.

“ცოტა ის, ცოტა ეს… როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, ეს დასრულდება,” – განაცხადა ტრამპმა.

თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის საჯარო მინიშნებების მიუხედავად, რომ მისმა ოპერაციამ თავის მიზნებს მიაღწია, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ არავითარი შიდა მინიშნებები არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება შეწყდეს საბრძოლო ქმედებები.

“ომი შესანიშნავად მიდის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ გრაფიკს. მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლოდ ვთვლიდით პირველი ექვსი კვირის განმავლობაშიც კი,” – განაცხადა ტრამპა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის მტრული განწყობა არა მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ზე, არამედ მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში ქვეყნებზეც ვრცელდება.

“ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშის გასწორებაა,” – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ ირანის მოქალაქეებს ჰორმუზის სრუტის მიმდებარე პორტებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია32 წევრი ქვეყანა ისტორიაში ნავთობის უდიდეს რაოდენობას, 400 მილიონ ბარელს, გაიტანს ბაზარზე