13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

დონალდ ტრამპი – ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

ირანში ომი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ. ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერი“ და ნაკლებად „რადიკალიზებულია“, ვიდრე წინა ლიდერები.

„ჩვენ არ გვეყოლება ირანი, რომელსაც ექნება ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევა
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს