5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

დონალდ ტრამპი: ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯტაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ქმედებებს შეიძლება, მიმართოს აშშ-მა, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „ამას არ გეტყვით. მე არ ვარ კმაყოფილი“.

აშშ-ის პრეზიდენტს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ ჰკითხეს. ტრამპის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ამასთან ახლოსაც კი არ ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მოჯტაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევამდე ტრამპი აცხადებდა, რომ აიათოლა ალი ხამენეის შვილის არჩევა მისთვის „მიუღებელი არჩევანი“ იქნებოდა და ირანის ახალი ლიდერი მისი თანხმობის გარეშე „დიდხანს ვერ გაძლებდა“.

შეგახსენებთ, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ამასაც მოვესწარით, თურმე, ესენი თბილისში პაშინიანს ეხვეწებოდნენ, როგორმე ევროპასთან და ამერიკასთან დაგვილაგე საქმეო
შემდეგი სტატიაკაია კალასი – ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი პატივისცემით უნდა იყოს აღქმული