9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

დონალდ ტრამპი: ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას, ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანმა ტრამპის, (ჰორმუზის) სრუტე უნდა გახსნას.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მათ ტრამპის სრუტე უნდა გახსნან – ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ. ბოდიში, მაპატიეთ, ეს საშინელი შეცდომაა. „ფეიკ“ ნიუსი იტყვის, რომ „მან ეს შემთხვევით თქვა“, მაგრამ ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, ირანში „სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და არა ომი“.

„ჩვენ ამას სამხედრო ოპერაციას ვუწოდებთ და არა ომს. ეს ასე სამართლებრივი მიზეზების გამოა. მე სამხედრო ოპერაციას ვუწოდებ, რადგან ამისთვის არანაირი ნებართვა არ მჭირდება. ომის შემთხვევაში კონგრესისგან ნებართვა უნდა მიიღო, თუ რაღაც ამგვარი რამ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ და ერაყი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე შეთანხმდნენ – მიზანი ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების აღკვეთაა
შემდეგი სტატიაგია ნოდია: ირანის ომის შეფასება ზედმეტადაა დამოკიდებული ტრამპის პიროვნებაზე, რაც არასწორია