დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებას განიხილავს. ამის შესახებ მან ox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„შეიძლება გავაგრძელო. მათ შანსი ჰქონდათ შეთანხმება გაეფორმებინათ და გადარჩენილიყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-ის სამხედრო ძალებს ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვა უბრძანოს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანს მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა და ახლა ეს ძვირად დაუჯდება“.

















