აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სკოლაზე დარტყმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმა განახორციელეს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანს და სხვა ქვეყნებს აქვთ „ტომაჰავკის“ რაკეტები, რომელიც, როგორც ჩანს, თავდასხმის დროს გამოიყენეს.
„„ტომაჰავკი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, იყიდება და გამოიყენება სხვა ქვეყნების მიერ. თქვენ ეს იცით. ირანსაც ასევე აქვს რამდენიმე „ტომაჰავკი“. ეს საკითხი ამჟამად გამოძიების პროცესშია”, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 165-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვი იყო.
















