აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებები შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ლიბანში ისრაელის ქმედებები იყო. ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და კონტაქტი ჰქონდა „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან. მისი თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.


















