7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

დონალდ ტრამპი – ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ

ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება „დღეებში სურს და არა კვირებში“.

„თუ ეს მოხდება, მოხდება. თუ არა, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ავაფეთქებთ. ეს იქნება ხიდის დღე და ეს იქნება ელექტროსადგურის დღე ქვეყანაში. ძალიან ცოტა რამ არის შეზღუდული, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.

„არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა ტრამპმა.

შეკითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა ირანისთვის ვადას, რათა თეირანს მეტი დრო მისცეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ შეთანხმების მისაღწევად.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ისაია და მოსაყდრე შიო – სად გადის ზღვარი ღირსეულ წესრიგსა და გადამეტებულ ნარცისიზმს შორის?!
შემდეგი სტატიაწლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია