11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

დონალდ ტრამპი: “ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან”

ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯის.

„ფოქს ნიუსი: „პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, 14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. მოგვიანებით ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ 26 წლის აქტივისტი დემონსტრაციის დროს დააკავეს, თუმცა მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ.

banner
წინა სტატიაში“უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად!” – პროტესტის მე-18 დღე ირანში და ხამენეის რეჟიმის მუქარა მოქალაქეებს
შემდეგი სტატია“ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა, პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა” – ტუსკი