23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

დონალდ ტრამპი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

banner
წინა სტატიაში“ალფა-პვპ-ს”, “მეფედრონისა” და “კლეფედრონის” უკანონო წარმოებისთვის დაკავებულებს 17-17 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
შემდეგი სტატია53 კილოგრამზე მეტი “ჰეროინის” შემოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა