აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე.
მისი თქმით, ამ სიაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებით.
„ძალიან გამიკვირდა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია. ორი კვირის წინ ვუთხარი, რატომ არ აგზავნიდნენ რამდენიმე ხომალდს? და სიმართლე გითხრათ, მათ ამის გაკეთება საერთოდ არ უნდოდათ. ვკითხე: მართლა არ გინდათ? თქვენ ჩვენი უძველესი მოკავშირე ხართ და იცით, ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ ნატო-ზე და თქვენი დაცვისთვის. რეალურად ჩვენ ვიცავთ მათ. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ უკრაინაზეც. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილით არის დაშორებული, უზარმაზარი ოკეანე გვყოფს. ჩვენ ამას საერთოდ არ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ გავაკეთეთ. უფრო სწორად, ბაიდენმა გააკეთა. სიმართლე უნდა ვთქვა, ბაიდენი იქ სრულიად გააცურეს, მაგრამ მაინც ვიმუშავეთ მათთან უკრაინის საკითხზე. სინამდვილეში კი საერთოდ არ გვჭირდება მათთან უკრაინაზე მუშაობა“, – თქვა ტრამპმა.














