დონალდ ტრამპი გაეროს აკრიტიკებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 18 სექტემბერს პირველად გამოვიდა გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, იტყობინება სააგანეტო Reuters.
თავის გამოსვლაში მან გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მისი თქმით, გაერო ბოლო წლებში ვერ ავლენს სრულად თავის პოტენციალს გამეფებული ბიუროკრატიის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიუჯეტი 140 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოსამსახურეთა შტატი 2000 წლიდან მოყოლებული გაორმაგდა. ტრამპის აზრით, გაერო უნდა იყოს ორიენტირებული შედეგზე და არა პროცესზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა გააკეთა მოწოდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირების შესახებ.
128 ქვეყანამ მხარი დაუჭირა აშშ-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეროს რეფორმირების თაობაზე. 70 ქვეყანა გამოვიდა წინააღმდეგი.
დოკუმენტი მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშას რეფორმების დაწყებისკენ. კერძოდ, საუბარია შტატების შემცირებაზე და საქმიანობის გამჭვირვალობაზე.

https://youtu.be/C5CzuV_5OTM

banner
წინა სტატიაშიარაყის ბოთლი – როგორც რუსეთის სიმბოლო
შემდეგი სტატიაყველაზე მძიმეწონიანი მოდელი გამჭვირვალე საცვალში პოზირებს (ფოტო)