მას შემდეგ, რაც თეირანელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, ტრამპი G7 სამიტს ტოვებს და ვაშინგტონში ბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დიდი შვიდეულის” სამიტს ნაადრევად ტოვებს, ამის მიზეზი კი ახლო აღმოსავლეთში ისრაელი-ირანის დაპირისპირებაა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს აცნობა. 

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დაბრუნდება და მოვლენებს თეთრი სახლიდან დააკვირდება. 

შეგახსენებთ, ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებამ უჯვე პიკს მიაღწია. ცოტა ხნის წინ თავად დონალდ ტრამპმა თეირანელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქი:

“ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ატომური იარაღი. სულ ამას ვამბობდი! ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ევაკუაცია თეირანიდან!” – წერდა სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „ირანი ამ ომს ვერ მოიგებს”
შემდეგი სტატიაჰელსინკის კომისია: საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა დემოკრატიისთვის ყოველ მებრძოლს თავს ესხმის