დონალდ ტრამპი ეთანხმება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის მოსაზრებას, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლებას პრობლემები აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეთანხმება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის მოსაზრებას, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლებას პრობლემები აქვს.

ტრამპის განცხადებით, ევროპისთვის პრობლემაა იმიგრაციაც, რაზეც ჯეიმს დევიდ ვენსმა მიუნხენში ისაუბრა.

„მოვისმინე ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ის საუბრობდა სიტყვის თავისუფლებაზე და ვფიქრობ, რომ ეს მართალია ევროპაში. ის კარგავს სიტყვის თავისუფლების შესანიშნავ უფლებას. მე ვხედავ ამას. მას ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. მან ასევე ისაუბრა იმიგრაციაზე. ევროპას აქვს იმიგრაციის დიდი პრობლემა. ნახეთ, რა ხდება დანაშაულებთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ნაწილში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა: „ვშიშობ, რომ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის.“

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ივანიშვილი ფაქტორი აღარ არის, არჩევნებს ქართველი ხალხი ჩანიშნავს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ევროკავშირთან მოლაპარაკებას აღვადგენთ, პარალელურად მოლაპარაკებას დავიწყებთ რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავსხდებით