აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს იმ ვერდიქტს ეხმაურება, რომელმაც მისი აღმასრულებელი დადგენილება გააუქმა. ტრამპის განკარგულება არალეგალი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებული შვილებისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების შეზღუდვას ისახავდა მიზნად. პრეზიდენტმა სასამართლოს ნაბიჯს „ძალიან ცუდი“ უწოდა:
„უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადების უფლებით მოქალაქეობა, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის… კონგრესმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო დაბადების უფლებით მოქალაქეობის დასრულებაზე. მათ ექნებათ ჩემი სრული მხარდაჭერა!“ — წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, წესის შესაცვლელად რთული საკონსტიტუციო შესწორება საჭირო არ არის და მიზანს კონგრესის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიაღწევს.

















