29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, რათა ირანის წინააღმდეგ შემდგომი ნაბიჯები განიხილოს

„აქსიოსი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, რათა ირანის წინააღმდეგ შემდგომი ნაბიჯები განიხილოს.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი, არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელ დენ კეინი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და სხვები.

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი იხრება ირანის წინააღმდეგ გარკვეული სახის სამხედრო მოქმედებების განხორციელებისკენ, რათა გაზარდოს ზეწოლა რეჟიმზე და აიძულოს დათმობები ბირთვულ პროგრამაზე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: არჩევნებში გამარჯვების შანსი მიტროპოლიტ დანიელსა და ისაიას ჰქონდათ
შემდეგი სტატიაეკლესიის ისტორიის მკვლევარი ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას გამოეხმაურა