დონალდ ტრამპი – ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

„ფოქს ნიუს რადიოსთან“ საუბრისას, როდესაც ტრამპს ჰკითხეს სტარმერთან და მაკრონთან დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, მან წამყვანს სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა: „მათ არაფერი გააკეთეს… არანაირი შეხვედრები რუსეთთან! მათ არაფერი გაუკეთებიათ,“ – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მაკრონი „მისი მეგობარია“ და დაამატა, რომ სტარმერი „ძალიან კარგი კაცია“, მაგრამ „არცერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით.“

banner
წინა სტატიაში“ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება”-ზურაბიშვილი თემურ ქათამაძეზე
შემდეგი სტატიამოსკოვი თანახმაა, ევროპაში დაბლოკილი მისი აქტივები უკრაინის აღსადგენად იყოს გამოყენებული. ამასთან, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ამ ფულის ნაწილი მის მიერ დაკავებული უკრაინის რაიონების აღდგენას მოხმარდეს