ვფიქრობ, ამ ომის დასრულების ძალა მაქვს და ეს ძალიან კარგად მიდის, მაგრამ დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას შეეძლო ომის დასრულება.
„მინდა, ვნახო მშვიდობა. აღარ მინდა, კლავდნენ რუს და უკრაინელ ხალხს, ისინი ადამიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არიან. ვფიქრობ, ამ ომის დასრულების ძალა მაქვს და ეს ძალიან კარგად მიდის, მაგრამ დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? თქვენ ეს უნდა დაგესრულებინათ სამი წლის მანძილზე. თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ის, თქვენ შეგეძლოთ შეთანხმების დადება. მე არ ვიცი, იქ ხალხი როგორ ცხოვრობს, როდესაც ზელენსკის რეიტინგის შედეგები ვნახე, ვიფიქრე, ვინ ცხოვრობს იქ? საერთოდ, როგორ ცხოვრობს იქ ვინმე? ქალაქები განადგურებულია“, – განაცხადა ტრამპმა.