“ამ საღამოს, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ვზეიმობთ, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკა დაბრუნდა. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე წარმატებული და ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა კაცობრიობის ისტორიაში და ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენი პრეზიდენტი ვარ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკულმა თავისუფლებამ 250 წელი მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებით არ გაძლო. თავისუფლებამ აქ იმ ხალხის კულტურისა და ხასიათის წყალობით გაიმარჯვა, ვინც ის გამოაცხადა, დაიცვა და შეინარჩუნა. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის ამერიკის ბედისწერა – იყოს უდიდესი, ყველაზე წარმოუდგენელი ქვეყანა, რაც კი ოდესმე დედამიწაზე ყოფილა”,_ ნათქვამია დონალდ ტრამპის მიმართვაში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

















