დონალდ ტრამპი – ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის საკითხზე, ძალიან კარგი შანსი არსებობს შეთანხმებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არსებობს „ძალიან კარგი“ შანსები რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის „სამშვიდობო შეთანხმების“ დადებისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული სააღდგომო ღონისძიების დროს განუცხადა.

„სამშვიდობო შეთანხმების“ შესაძლო დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში სრულად გაამჟღავნებს შეთანხმების დეტალებს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის საკითხზე. არსებობს ძალიან კარგი შანსი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ მოკლეს იჩქერიის პრეზიდენტი 1996 წლის 21 აპრილს – მკვლელობის მომენტი და დეტალები
შემდეგი სტატიაინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სააღდგომო კვერცხის შენახვასთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს