დონალდ ტრამპი ბილ კლინტონის ექს-საყვარლის დებატებში მოსაწვევით დაიმუქრა

დონალდ ტრამპი ბილ კლინტონის ექს-საყვარლის დებატებში მოსაწვევით დაიმუქრა

4აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი, თავის ოპონენტს ჰილარი კლინტონს დაემუქრა, რომ ხვალ, ორშაბათს დებატებში მისი მეუღლის, ბილ კლინტონის ექს-საყვარელს ჯენიფერ ფლაუერზს მოიწვევს.
შოუმენმა მარკ კუბანმა დაწერა, რომ ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი დონალდ ტრამპს დებატებზე იწვევს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ თავის მხრივ, ის მზად არის ფლაუერზი დაპატიჟოს და პირველ რიგებში დასვას.
“ტვიტერზე” და ჟურნალისტების შეკითხვაზე ფლაუერზმა პირობა დადო, რომ მალე მონაწილეობას მიიღებს დებატებში. ჯერჯერობით უცნობია, მართლა დაპატიჟა თუ არა ტრამპმა ქალი, თუ, ის უბრალოდ ტრამპის ტვიტს გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიმწერალი, რომელმაც ალაჰის კარიკატურა გამოაქვეყნა სამი ტყვიით მოკლულია
შემდეგი სტატიაჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი ჩაუშვა