2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო შეთქმულების გამო, დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას დაკავებას ითხოვს,– ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამა მის წინააღმდეგ ბრალდებების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას ეხებოდა.
ტრამპის თქმით, პირადად ობამამ უბრძანა FBI-ს აგენტებს მის წინააღმდეგ დაზვერვის მონაცემები გაეყალბებინათ.
ტრამპმა სავარაუდო ქმედებები „გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ობამას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
















