10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

დონალდ ტრამპი – ათასობით ამერიკელი გამოგვყავს შეუფერხებლად, ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელები უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გამოჰყავთ.

„ჩვენ ათასობით ადამიანი გამოგვყავს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ხდება მშვიდად, ასევე შეუფერხებლად. სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით შესანიშნავ საქმეს აკეთებს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც „ბიბისი“ წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე „თითქმის 24 000 მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდა შეერთებულ შტატებში“.

banner
წინა სტატიაში„უნგრეთის სცენარისგან“ თავის დასაცავად ევროკავშირი გაწევრიანების გამკაცრებულ წესებს ამუშავებს
შემდეგი სტატიაესტონეთის საგარეო უწყება: საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება