26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

დონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების დღეს ხელმოწერას აანონსებს, თეირანი თარიღს ეჭვქვეშ აყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკასა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება კვირას (დღეს) გაფორმდება. მიუხედავად თეთრი სახლის ლიდერის ოპტიმიზმისა, ირანული მხარე პროცესის ვადებთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენს და კვირას ხელმოწერის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში საგანგებო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შეთანხმების მთავარ პირობებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

ტრამპის განცხადებით, შეთანხმების გაფორმებისთანავე, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სანაოსნო მარშრუტია, „ყველასთვის ღია“ გახდება.

ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებზე მინიშნებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ „შესაფერის დროს, როდესაც ყველაფერი დაწყნარდება, ჩვენ შევალთ და წამოვიღებთ ბირთვულ მტვერს“, რომელიც შემდგომში განადგურდება.

ტრამპის კომენტარებამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა  აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ზუსტ თარიღს უნდა დაელოდონ, თუმცა დასძინა, რომ „ეს კვირას არ მოხდება“.

მოლაპარაკებებში მთავარმა მედიატორმა, პაკისტანმა შაბათს განაცხადა, რომ შეთანხმების საბოლოო სახით მიღება 24 საათშია მოსალოდნელი და ისინი უკვე ემზადებიან „ელექტრონული ხელმოწერის“ პროცედურისთვის.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში F/A-18 Hornet-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა 
შემდეგი სტატიაგიორგი მამარდაშვილის წარმომადგენლები “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს გამართავენ – ქართველი მეკარე გარანტიებს ითხოვს