აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას აღადგენს. პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აშშ-ის ხარჯების ანაზღაურებას ისახავს მიზნად.
ჰორმუზის სრუტე ღიაა და ღია დარჩება, ირანთან ერთად თუ მის გარეშე. ჩვენ აღვადგენთ ირანის ბლოკადას, რომელსაც ასე იმიტომ ეწოდა, რომ ის მხოლოდ ირანის გემებს ან კლიენტების შესვლასა და გასვლას აჩერებს. ყველა სხვა ქვეყანას ექნება სრუტის სამართლიანი და თავისუფალი გამოყენების უფლება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
მისი თქმით, აშშ ანაზღაურების სახით ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდული ყველა ტვირთის 20%-ს მიიღებს.
„ამიერიდან, აშშ ცნობილი იქნება, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას გადაზიდული ტვირთის 20% აუნაზღაურდება ყველა იმ ხარჯისთვის, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ არასტაბილურ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პროცესი და ფორმირება დაუყოვნებლივ დაიწყება“, – აცხადებს ტრამპი.
















