დონალდ ტრამპი – აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი

აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა საინაგურაციო სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში მე გამოვიარე იმაზე მეტი გამოცდა და გამოწვევა, რაც ყველა სხვა პრეზიდენტს ჩვენს 250-წლიან ისტორიაში. ამავე დროს მე ბევრი რამ ვისწავლე. შემიძლია, გითხრათ, ჩვენი რესპუბლიკის დაბრუნების გზა არ არის მარტივი. მათ, ვისაც სურდათ, შეეჩერებინათ ჩვენი სვლა, სცადეს ჩემი თავისუფლების წართმევა და ჩემი სიცოცხლის წართმევა. სულ რამდენიმე თვის წინ ლამაზ პენსილვანიაში მკვლელის მიერ გასროლილი ტყვია ყურში მომხვდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა.

მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო. სწორედ ამიტომ, ამერიკელი პატრიოტების, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში თითოეული დღე ჩვენ ვიმუშავებთ, რათა თითოეულ კრიზისს წინ აღვუდგეთ ღირსებით, სიძლიერით და სიმტკიცით. ჩვენ ვიმოძრავებთ მიზნით და სიჩქარით, რათა დავუბრუნოთ იმედი, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ყველა რასის, ყველა რელიგიის, ყველა ფერის მოქალაქეებს და ვაქციოთ ამერიკელი მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი გათავისუფლების დღედ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი-ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ