დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკული უნივერსიტეტის, „ემერსონ კოლეჯის“ და გამოცემა „ჰილის“ სოციოლოგიურ გამოკითხვაში.

გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ექვსი შტატი ავარაუდოდ გადაწყვეტს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.

გამოკითხვების თანახმად, ტრამპი არიზონასა და ჯორჯიაში ბაიდენს 4%-ით პროცენტით უსწრებს, ვისკონსინსა და ნევადაში 3%-ით, პენსილვანიაში 2%-ით, მიჩიგანში კი ტრამპი 1%-ით ლიდერობს. გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ ბრალდებები საქმე არ იმოქმედებს მათ ხმებზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში სასურსათო მაღაზიაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
შემდეგი სტატიაCNN – „ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება