10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

დონალდ ტრამპი: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ხარგის კუნძულზე, ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა.

„ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე – ხარგის კუნძულზე – ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „თავაზიანობის გამო, გადაწყვიტა, რომ კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა არ გაენადგურებინა“.

„თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ხარგის კუნძული ირანისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. კუნძულზე თეირანის მთავარი ნავთობტერმინალი მდებარეობს, რომლის გავლითაც ექსპორტზე ირანის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% გადის.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შემდეგი სტატიასკანდალი ქართულ რაგბიში: WADA-მ და World Rugby-მ “ოპერაცია ობსიდიანი” დაასრულეს