7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას” – გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი

ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, შეერთებული შტატები ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და რეპრესიების დონეს „საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა აქვს“.

„ირანის ხალხი თავისუფლებას ისე ითხოვს, როგორც არასდროს“, – განაცხადა უოლცმა.

უოლცის თქმით, უიარაღო, მშვიდობიანი ხალხი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ქუჩაში გამოდის უკეთესი მომავლისკენ მისწრაფებების მისაღწევად.

„პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგანან. რეჟიმია ერთადერთი პასუხისმგებელი ირანელი ხალხის ეკონომიკურ უბედურებაზე და მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ არ მოითმენს და არც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოითმინოს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვა-ჟლეტვა“, – განაცხადა უოლცმა.

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ხოცვა-ჟლეტვის შესაჩერებლად ყველა ვარიანტს განიხილავს.

„პრეზიდენტი ტრამპი მოქმედების კაცია და არა დაუსრულებელი საუბრის, როგორც ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვხედავთ. მან ნათლად განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება ხოცვა-ჟლეტვის შესაჩერებლად“, – განაცხადა უოლცმა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ზელენსკი
შემდეგი სტატია“ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას განვიხილავთ” – ევროკომისიის პრეზიდენტი