დონალდ ტრამპი ანჯეი დუდას შეხვდა

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა შეხვედრის ფოტოები, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ტრამპმა დუდა ახსენა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, საუბრის დასაწყისში. ტრამპის თქმით, აფასებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრება კონფერენციას და აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერი არის „ფანტასტიკური ადამიანი“ და მისი „დიდი მეგობარი“.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: მე ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ პუტინთან, ვცდილობ, დავიბრუნო ფული
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გადაწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება “ამ კვირაში”