დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში ამომრჩევლებს საკვებ პროდუქტებსა და საწვავზე ფასების შემცირებას, სამუშაო ადგილების გაზრდასა და საზღვრის უსაფრთხოებას ჰპირდება.
ტრამპის განცხადებით, ამჟამინდელი ადმინისტრაციის „არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის მიერ გამოწვეული ინფლაციური კრიზისის გამო ცხოვრება ხელმისაწვდომი აღარაა“.
დონალდ ტრამპის თქმით, ფასების შესამცირებლად რესპუბლიკელები შეამცირებენ ენერგეტიკული პროდუქტების ღირებულებას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ტრანსპორტირების, წარმოებისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებს.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ის ამ შესაძლებლობას ავტოინდუსტრიაში ხედავს. ტრამპის თქმით, არ დაუშვებს ქარხნების მშენებლობას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა და ჩინეთი.
„ძალიან მარტივია – აგეთ ამერიკაში, მხოლოდ ამერიკაში. ეს ძალიან მარტივი ფორმულა შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს და კვლავ დავიკავებთ ავტოინდუსტრიას“, – განაცხადა ტრამპმა.