აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში კარგად იციან, სად არის ალი ხამენეი, რომელიც იმალება:
“ირანის უზენაესი ლიდერი ადვილი სამიზნეა- ჩვენ ვიცით, სად იმყოფება ის. ჯერ მას არ მოვკლავთ, მაგრამ ვაფრთხილებთ — მშვიდობიანი მოსახლეობის, ან აშშ-ის ჯარისკაცებზე შეტევის შემთხვევაში, მოთმინება ამოიწურება”, – განაცხადა ტრამპმა და დაამატა:
“მე ვითხოვ დაუყოვნებლივ და უპირობო დანებებას”.