დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს, 28 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს, 28 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდება.

გუშინ, 25 თებერვალს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია.

ტრამპის თქმით, მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ, ეს შეთანხმება კი “ძალიან დიდი იქნება”.

შეთანხმებასთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ მინერალების შეთანხმება, შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს.

“ეს უბრალოდ დასაწყისია… მინერალების შეთანხმება, შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს… წარმატება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს საუბარზე”, – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიThe New York Times – უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტში შეტანილია ახალი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანება დაივიწყოს