5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-მა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ამერიკის მოქალაქეების დაცვა და ირანის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე „მყისიერი საფრთხეების“ განეიტრალებაა.

„ჩვენი მიზანია ამერიკელი ხალხის დაცვა ირანის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით. ეს არის სასტიკი ჯგუფი, რომლის მუქარის შემცველი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სამხედროებს, საზღვარგარეთ განთავსებულ ბაზებსა და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში,” – განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.

ტრამპის თქმით, ირანის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა ძალადობრივ პოლიტიკას და მიზანში იღებდა როგორც ამერიკულ ძალებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას.

“ჩვენ ვაპირებთ მათი რაკეტების განადგურებას. მე მივმართავ ირანის პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს – დაუყოვნებლივ დაყარეთ იარაღი, თორემ გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით. მივმართავ ირანელ ხალხს, თავისუფლების საათი ახლოვდება. დარჩით სახლში და არ გახვიდეთ გარეთ. როდესაც ჩვენ სამხედრო ოპერაციას დავასრულებთ, გადაიბარეთ თქვენი მთავრობა. ის თქვენ ხელში უნდა აიღოთ. ეს სავარაუდოდ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება მომდევნო თაობების განმავლობაში”- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული
შემდეგი სტატიამშობლების საჯარო განცხადება