დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში „შესაძლოა, მოხდეს რაღაც, რაც ამ ომს მოაგვარებს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რაც მას „მოაგვარებს”. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა და მითხრა: „მე მინდა, დაგეხმარო ირანის საკითხში“. მე ვუთხარი: „გამიწიე ანგარიში, ირანს მე მოვაგვარებ და დამეხმარე რუსეთის საკითხში. ეს უნდა მოვაგვაროთ“. ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: „რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში? ისინი მუდმივად გვმარხავენ. მალე თავად ამოხდებათ სული იქ“
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს