დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს, მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურე“ ეწოდოს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვას და „ამერიკის ყურე“ ეწოდოს.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ შევცვალოთ მექსიკის ყურის სახელი ამერიკის ყურედ, რაც ლამაზად ჟღერს. ამერიკის ყურე დიდ ტერიტორიას მოიცავს – რა ლამაზი სახელია. და ეს შესაფერისია“, – განაცხადა ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მექსიკას, დაეხმაროს აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შეჩერებაში და მექსიკისთვის ტარიფების დაწესების პირობის შესახებაც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიადანიის პრემიერი დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს – გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს