9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ირანთან შეთანხმებისთვის მზად არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანთან შეთანხმებისთვის მზად არ არის. ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს მასთან შეთანხმების დადება სურს, თუმცა თავად ჯერ ამის სურვილი არ აქვს, „რადგან პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის“.

ტრამპმა უარი თქვა, დაეზუსტებინა, რა პირობებით არის მზად, შეწყვიტოს ომი ირანის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყოს თეირანის მიერ ნებისმიერი ბირთვული ამბიციის უარყოფა.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა მზადყოფნა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთოს, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

მანამდე ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნები ამ სტრატეგიულ სრუტეში სამხედრო გემებს გაგზავნიან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ეს შეიძლება, გააკეთოს გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ჩინეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა „სრულად გაანადგურა“ ირანის კუნძული ხარგი, სადაც ქვეყნის უდიდესი ნავთობტერმინალი მდებარეობს, თუმცა დაამატა: „ჩვენ შეგვიძლია, კიდევ რამდენჯერმე დავარტყათ მას. უბრალოდ, გასართობად“.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს არ უნდა აწუხებდეს ნავთობის მაღალი ფასები.

„ნავთობი და ბუნებრივი აირი ძალიან ბევრია. უბრალოდ, იცით, ახლა თითქოს ცოტათი გაჭედილია. ძალიან მალე ყველაფერი გაიხსნება“, – თქვა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიამ აშშ-ს უარი უთხრა სადაზვერვო თვითმფრინავების მის ტერიტორიაზე გადაფრენაზე
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა